ეკა ფერაძე

დიზაინერი მხატვარი.


თბილისში გამოფენები.

საქველმოქმედო აქცია.

 

ისტორია

 

 

მზადება საქველმოქმედო გამოფენისთვის აფრიკულ მოტივებზე.

 

25-26-27 -05-2012

საქველმოქმედო გამოფენა 25-26-27 მაისი.თბილისი ცენტრალსში.(ძეგვის ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრისთვის)

 

 

 

15.04.2012

 

მაიკოს დიდ მოკითხვას და კიდევ დიდი მადლობებს უხდიან ეს ბავსვები.ასევე მაიას სატუდენტებს. იზას,ანას,თორნიკეს,თაკოს,ომარის.
გაიხარეთ.კიდევ მრავალი დღეები გაგველამაზებინოს ერთმანეთისთვის.

 

 

8.04.2012

საქველმოქმედო აქცია ,,ჩვენ ერთი სახლი გვაქვს!

 

იუსტიციის სამინისტრო 8 აპრილს აწყობს საქველმოქმედო აქციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად. 
 
აქციის ფარგლებში ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად სტუმრად ეწვევიან იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მოხატავენ და მორთავენ თიხის ქოთნებს, ხოლო შემდგომ ისინი ამ ქოთნებში გადმორგავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ სათბურში გამოყვანილ მცენარეებს. სწორედ ამ მცენარეების გამოფენა-გაყიდვა მოხდება 8 აპრილს, შარდენზე, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე. 
 
აქვე წარმოდგენილი იქნება ამ ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები. 
ასევე გასაყიდად გამოიფინება ორგანიზატორების მიერ შეგროვილი ნაკეთობები, ნახატები, ფოტოები, წიგნები, ხელნაკეთი ნივთები. აქ თქვენ გელოდებათ ცხელი გლინტვეინი, გასართობი თამაშები, სახის მოხატვა. 
 
აქციაზე იქნება სხვადასხვა გასართობი თამაშები და მოეწყობა შოუ სტუდია ,,ენკი-ბენკის" ორგანიზებით. გამოფენა-გაყიდვაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მხატვარ ეკა ფერაძის ნახატები. 
 
გთხოვთ მობრძანდეთ აქციაზე!

 

 

 

08.03.2012

გეპატიჟებით ხვალ 8 მარტს რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო გამოფენაზე.გამოფენაზე დასწრება უფასოა. 14:00-18:00-მდე

შესთავაზეთ თქვენს მეგობრებს.ბედნიერ დღეს გისურვებთ.ეკა ფერაძე.

 

 

 

 

 

 

რუსთაველის თეატრი, გამოფენა

 

 

 

11.02.2012- 14.02.2012

 

                          აქცია მხოლოდ ვალენტინობის დღისთვის.

 

             საქველმოქმედო აქცია
               მოგესალმებით ყველას.
ძეგვის ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფარში არის ასეთი ქალბატონი (თამრიკო). ქლაბატონი რომელიც ჩემში არის გმირი. მიახლოვებით ზრუნავს 70-80 ადამიანზე.დიდსა და პატარაზე. აძლევს უდიდეს სითბოს ამ ხალხს. მასთან საუბარში გავარკვიე რომ თავისი ცხოვრება ამ ხალხს მიუძღვნა და იესოს სამსახურში ჩადგა. მინდა მიუძღვნა ამ ქალბატონს ჩემი ნამუშევარი. ვაგრძნობინო რომ ის მარტო არ არის და იცოდეს რომ ის არავის არ ავიწყდება.
                ვალენტინობის დღეს სურვილი მაქვს გაუკეთოთ საჩუქარი.ჩემს ნამუშევარს ვინც მაღალი შემოთავაზებული თანხით შეიძენს გადავცეთ ჩვენს გმირ ქალბატონ თამრიკოს, თანხის ან საჩუქრის სახით. ერთად გადავწყვიტოთ. შემოთავაზება დასრულდება 14.02.2012. დღის 12 საათზე. მყიდველს გაუგზავნი სახლში ნამუშევარს და მასთან ერთად გადავწყვიტოთ რა სახის საჩუქარი ვაჩუქოთ. ვიყოთ ერთმანეთისთვის მოსიყვარულე ერი. თამრიკოს უძღვნი ნამუშევარს N 411.
               მე თქვენც გასიამოვნებთ და ვალენტინობაზე თქვენც შეგიძლიათ გააკეტოთ რამოდენიმე ჩემს ნამუშევარზე შემოთავაზება.
                ქვემოთ მითითებულ ნამუშევრებზე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ რა თანხაში გსურთ შეიძინოთ.განვიხილავ და დაგიკავშირდებით.ბოდის მოგიხდით ცოტა უხარისხო ფოტოებისთვის.ვისაც ჩემი ნამუშევრები აქვს ნანახი დამეთანხმება.ორიგინალში უფრო ლამაზია. თანხის შემოთავაზებამდე შეგიძლიათ იხილოთ ორიგინალში. 
გთხოვთ გაავრცელეთ და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. ვინ იცის ვის და როდის დასჭირდეს ერთმანეთის თანადგომა.
ბედნიერ დღეებს გისურვეთ და დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას
 
 

 

14.01.2012-18.01.2012

 

             ჩემი ცხოვრების ყოველი დღის დიდ ნაწილს ვუთმობ სიყვარულის გზას. გზას, რომელიც უფლის მიერ არის ნაკარნახევი. მადლობა შემოქმედს,რომ მომცა საშუალება მცირედი,მაგრამ ჩემი წვლილი შევიტანო იმ ადამიანთა ყოფა-ცხოვრებაში, რომელთაც ამ ძნელბედობის ჟამს მეტად ესაჭიროებათ თანადგომა. ბუნებრივია, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რაში მდგომარეობს ყოველივე ზემოთ ხსენებული. ახალავე მოგახსენებთ: გადავწყვიტე, ყოველდღიურად შექმნილ ახალ ნამუშევარზე გამოვაცხადო აუქციონი, რომლიდან შემოსული თანხაც სრულად გადეცემა ძეგვის მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარში მცხოვრებ 7 თვის ნინოსა და შიოს.
             კეთილო თანამემამულენო. იმედს ვიტოვებ თქვენი გულისხმიერებისა.ქვემოთ წარმოდგენილ ნამუშევარზე ველით თქვენს შემოთავაზებებს.საწყისი ფასია 80 ლარი.

 

 

 

 

 

მაღალი შემოთავაზებული თანხა

დაფიქსირდა  18.12.2012  23:00

 

250 ლარი დააფიქსირა

Tamar Chakhvashvili

facebook

 

ყოველკვირეული გაზეთი კვირის პალიტრა.

 

20.12.2011 - 25.12.2011 - ქარვასლა
 

ყველას დიდ მადლობას უხდი ვინც ქარვასლის აქციაში მიიღო მონაწილეობა 20.12.2011-დან 25.12.2011-მდე. აქციაზე გაიყიდა 915 ლარის ნახატები. თანხა გადაეცა ძეგვის ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფარს. თანხა მოხმარდება გაზის დავალიანებას. ყველა მონაწილეს გვარი, ვინც წვლილი შეაიტანა ამ აქციაში ეკლესიაში იქნება მოხსენიებული.ღმერთს მივაწვდით ჩვენს ხმას. დაგლოცოთ მაღალმა ღმერთმა.

დავეხმაროთ ერთმანეთს და ამ ადამიანებს ვაჩუქოთ სიყვარული.გახდით მონაწილე ასეთი ადამიანების გაბედნიერებაში.ჩადექით იესოს სამსახურში.მივცეთ საშუალება გააკეთოს იესომ ის რისი გაკეტებაც უნდა ჩვენი ხელით. ბედნიერ დღეებს გისურვებთ.სიყვარულით ეკა ფერაძე.

 

 

საქველმოქმედო აქცია კოჯრის ბავშვთა სახლისთვის 18.12.2011

აქცია შედგა  13:00-დან 16:00-მდე, სიონის გვერდით მდებარე სკვერში.

 

აქციაზე შემოვიდა 1 718 ლარი. პირადათ ჩემი ნამუშევრები გაიყიდა 580 ლარის. რაც გადაეცა კოჯრის ბავშვთა სახლს. ყველას დიდი მადლობა მონაწილეობისათვის

 ვრცლათ

Gratis Homepage von Beepworld
 
Verantwortlich für den Inhalt dieser Seite ist ausschließlich der
Autor dieser Homepage, kontaktierbar über dieses Formular!